სიახლეებზე დაბრუნება
ბავშვთა რუკის ხატვის ეროვნული კონკურსი 2026 — Maps are for All
კონკურსი2 აგვისტო, 2026

ბავშვთა რუკის ხატვის ეროვნული კონკურსი 2026 — Maps are for All

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი ერთობლივად აცხადებს ბავშვთა რუკის ხატვის პირველ ეროვნულ კონკურსს.

კონკურსი ეფუძნება საერთაშორისო კარტოგრაფიული საზოგადოების (ICA) ბავშვთა რუკის კონკურსის პრინციპებს. ოფიციალური სპონსორია GT Survey EDU.

კონკურსის თემა

„Maps are for All | რუკები ყველასთვისაა"

მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი ხედვით წარმოაჩინონ, თუ როგორ ეხმარება რუკა ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებაში, მოგზაურობაში, კულტურაში, სპორტში, გარემოს დაცვაში თუ ინკლუზიურ გარემოში.

ასაკობრივი კატეგორიები

კატეგორიაასაკი
I კატეგორია6 წლამდე
II კატეგორია6–8 წელი
III კატეგორია9–12 წელი
IV კატეგორია13–15 წელი

ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე ქართულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა მოსწავლეს. მიღებული იქნება მხოლოდ ინდივიდუალური ნამუშევრები — ერთი მონაწილე წარადგენს ერთ ნამუშევარს.

ნამუშევრის მოთხოვნები

  • ფორმატი: A3
  • ტექნიკა: ფერადი ფანქარი, ფლომასტერი, მელანი, აკვარელი, გუაში, პასტელი, კოლაჟი ან შერეული ტექნიკა
  • ენა: ნამუშევარზე ყველა წარწერა (სათაური, ლეგენდა, ტოპონიმები) — ინგლისურად, ვინაიდან ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს
  • ნამუშევარი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს რუკას კარტოგრაფიული ელემენტებით

შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმიქულა
თემის შესაბამისობა20
კარტოგრაფიული შინაარსი20
შემოქმედებითობა20
ვიზუალური კომუნიკაცია15
დიზაინი და კომპოზიცია15
ტექნიკური შესრულება10
სულ100

ნამუშევრის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა წარმოადგინოთ:

  1. კონკურსის ნამუშევარი (A3)
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1)
  3. მშობლის თანხმობის ფორმა (დანართი №2) — 15 წლამდე მონაწილეებისთვის

ჩამოტვირთეთ ფორმები ქვემოთ მოცემული ბმულებიდან.

გამარჯვებულები

ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება I, II და III ადგილი. ასევე შესაძლებელია სპეციალური ნომინაციები: Grand Prix, Best Cartographic Idea, Best Artistic Design, GT Survey EDU Award და სხვა.

გამოფენა

საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის Cartography and Modernity (CAM 2026) ფარგლებში, სადაც დაესწრებიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ICA-ს წარმომადგენლები და საერთაშორისო სტუმრები.

ავტორი

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია