ასოციაციის შესახებ
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) არის პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც 1998 წელს დაარსდა საქართველოში კარტოგრაფიის, გეოდეზიისა და გეოინფორმაციული მეცნიერებების განვითარების მიზნით.
მისია
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის მისიაა კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზიის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე სივრცითი ტექნოლოგიების დანერგვა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა და კარტოგრაფიული ცოდნის პოპულარიზაცია როგორც პროფესიულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში.
ხედვა
ასოციაციის ხედვაა საქართველოში ჩამოყალიბდეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კარტოგრაფიული და გეოინფორმაციული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების, განათლების, სახელმწიფო მართვისა და პრაქტიკული სფეროების განვითარებას.
ღირებულებები
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, სამეცნიერო სიზუსტეს, ინოვაციების მხარდაჭერას, ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალი თაობის სპეციალისტების განვითარებას.
ქრონოლოგია
ისტორია
დაარსდა საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა); ასოციაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს პროფესორი ჯანსუღ კეკელია.
სკა-ს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცა კრებული „კარტოგრაფია და თანამედროვეობა”, რომელიც პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სკა-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს თენგიზ გორდეზიანი.
სკა-ს ინიციატივით თსუ-ში გაიმართა პროფესორ ჯანსუღ კეკელიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კარტოგრაფია. მომავლის პერსპექტივები”.
სკა გახდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ლანდშაფტის განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა” ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა; ამავე წელს სკა-ს წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ლვოვის უნივერსიტეტში (უკრაინა).
სკა-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ICA-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში InterCarto/InterGIS-24 (ბონი, გერმანია).
სკა-ს წევრები მონაწილეობდნენ ლვოვის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში (უკრაინა).
სკა-ს ინიციატივით, ICA-ს ეგიდით, ონლაინ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია InterCarto/InterGIS-26 და გამოიცა კონფერენციის მასალების კრებული.
სკა იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ლანდშაფტის განზომილება: კვლევა, GIS, დაგეგმარება, მართვა” ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სკა-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ICA-ს საერთაშორისო სიმპოზიუმში „ატლასები: მათი დიზაინი და გამოყენება” (ჩეხეთი), ასევე ოფიციალურ შეხვედრებში მასარიკის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან; ამავე წელს ქართული კარტოგრაფიის ისტორიაში პირველად მონაწილეობა მიიღეს ICA-ს გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კარტოგრაფიულ კონფერენციაში (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა).
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია გახდა გეოდეზიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და ICA-ის აფილირებული წევრი; სკა-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციებში „კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები” (ნესებარი, ბულგარეთი) და EuroCarto-24 (ვენა, ავსტრია).
ჩატარდა სკა-ს V ყრილობა, რომლის შედეგადაც ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს თენგიზ გორდეზიანი; სკა-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციებში შვეიცარიასა და ხორვატიაში; დაფუძნდა სკა-ს ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალი „კარტოგრაფია”, ხოლო სკა-ს წევრთა ინიციატივით გამოიცა „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის” მე-12 ნომერი, სექციით „კარტოგრაფია და გეოინფორმატიკა”.
გუნდი
გამგეობა

თენგიზ გორდეზიანი
სკა-ის პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

თედო გორგოძე
სკა-ის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

ზურაბ ლაოშვილი
სკა-ის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

გოჩა გუძუაძე
სკა-ის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი

საბა მოდებაძე
სკა-ის გენერალური მდივანი, გამგეობის წევრი

მარიამ გაგოშაშვილი
სკა-ის გამგეობის წევრი

რევაზ თოლორდავა
სკა-ის გამგეობის წევრი

ხატია ყველაშვილი
სკა-ის სწავლული მდივანი, გამგეობის წევრი

ილია ქავთარაძე
სკა-ის გამგეობის წევრი

ლიკა ცერცვაძე
სკა-ის გამგეობის წევრი

გიორგი ბერუჩაშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ლალი გოგინავა
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

სოფიო გორგიჯანიძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

გიორგი დვალაშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ნოდარ ელიზბარაშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

თეონა თიგიშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

გიორგი კაპანაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი
ნატო მაისურაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

რობერტ მაღლაკელიძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

დემეტრე მოდებაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

გიორგი მძელური
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი
დავით სვანაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

მანანა შარაშენიძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ვანო ცარციძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ნოდარ ხორბალაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი
თამარ ჭიჭინაძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი
ნიკა ბერუჩაშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ვლადიმერ ბუაჩიძე
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი

გიორგი გაფრინდაშვილი
სკა-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი