სოციალური მედია

სიახლეები

ასოციაციის სოციალური ქსელების პოსტები ერთ ადგილზე

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.Facebook

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, თსუ საბავშვო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იწყებს მზადებას 2026 წლის საბავშვო რუკების კონკურსისთვის, რომელიც კვლავ გააერთიანებს ახალგაზრდა შემოქმედებს, მომავალ კარტოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „Cartography and Modernity (CAM 2026)".Facebook

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „Cartography and Modernity (CAM 2026)".

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) მიერ ოფიციალურად მხარდაჭერილ კონფერენციათა სიაში შეტანილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „Cartography and Modernity (CAM 2026)", რომელიც 2026 წლის 29-31 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.

მერი მირიანის ასული გაგუაFacebook

მერი მირიანის ასული გაგუა

1 ივნისი ქართველი კარტოგრაფის, მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის მქონე სპეციალისტს, მერი გაგუას დაბადების დღეა!

1 ივნისი მიხეილ ქავთარაძის ხსოვნის დღეა!Facebook

1 ივნისი მიხეილ ქავთარაძის ხსოვნის დღეა!

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია პატივით იხსენებს ქართული კარტოგრაფიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, მიხეილ სტეფანეს ძე ქავთარაძეს (1892–1974), რომლის სახელს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს კარტოგრაფიული მეცნიერებისა და პრაქტიკის ისტორიაში.

ოთარ ჩხეიძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორიFacebook

ოთარ ჩხეიძე - გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია პატივს მიაგებს ქართველი გეოგრაფის, კარტოგრაფისა და მეცნიერის, ოთარ ჩხეიძის ხსოვნას, რომლის დაბადებიდან დღეს 90 წელი შესრულდა.

🍇🍷🗺️ 25 მაისი — ღვინის ეროვნული დღეFacebook

🍇🍷🗺️ 25 მაისი — ღვინის ეროვნული დღე

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქვეყანა, სადაც 8000-წლოვანი მეღვინეობის კულტურა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და სივრცით ანალიზთან ერთად ვითარდება. სწორედ ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კარტოგრაფიას, GIS-სა და ვენახების კადასტრს. ©ლიკა ცერცვაძე

25 მაისი ქართველი გეოდეზისტისა და კარტოგრაფის, თემურ (თეიმურაზ) კიკნაძის დაბადების დღეა.Facebook

25 მაისი ქართველი გეოდეზისტისა და კარტოგრაფის, თემურ (თეიმურაზ) კიკნაძის დაბადების დღეა.

🗺️ თემურ კიკნაძე (1943–2019) იყო ქართული გეოდეზიისა და კარტოგრაფიული განათლების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელმაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების, გეოდეზიური მეცნიერებისა და მომავალი სპეციალისტების აღზრდის საქმეში.

დემურ დავითის ძე ტაბიძე (1933–2006)Facebook

დემურ დავითის ძე ტაბიძე (1933–2006)

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია პატივს მიაგებს ქართველი გეომორფოლოგის, კარტოგრაფისა და მეცნიერის, დემურ ტაბიძის ხსოვნას, რომლის დაბადებიდან დღეს 92 წელი შესრულდა.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.Facebook

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.

ეს დღე განსაკუთრებულია მათთვისაც, ვისაც რუკები, ატლასები, გეოგრაფიული აღმოჩენები და კარტოგრაფიის ისტორია აინტერესებს. 🌍🗺️