სტატიებზე დაბრუნება
სიახლეები14 მაისი, 2025

პირველი საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) იწყებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების სერიის ჩატარებას სახელწოდებით „კარტოგრაფია და თანამედროვეობა", რომელიც გაიმართება 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში.

კონფერენციის შესახებ

რიგით პირველი კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 29–31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებამ უკვე მიიღო საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ოფიციალური აღიარება.

ინტერდისციპლინარული ღონისძიების მიზანია კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული სისტემების და სივრცითი მონაცემების ანალიზის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოზიდვა, რათა მოხდეს:

  • უახლესი მიღწევების შესახებ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
  • კარტოგრაფიული ტექნოლოგიების, მეთოდებისა და ინოვაციების გაცვლა
  • პლატფორმის შექმნა ორგანიზაციებისა და სპეციალისტების ეფექტური თანამშრომლობისათვის

იუბილე

პირველი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, კარტოგრაფიის თეორიის ფუძემდებლის, პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს.

სასარგებლო ბმულები

ავტორი

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია